საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული

ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მოქმედებებზე. 

ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ყველა თემა არის ღია. ღია გულისხმობს, მათ შორის, იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის, ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო უფრო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი.  

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მამუკა მდინარაძე. ცვლილებებზე საუბრისას კობახიძე ასევე ამბობს, რომ მისი მიღების "არავითარი აუცილებლობა" არ არსებობს. ცვლილებები, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს უნდა მიეღო.

კომენტარები