საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი

საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, თეორიაშიც, წიგნებშიც წერია ეს, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც პოლარიზაციის ხარისხი არის უფრო დაბალი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი.

[...] ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტის განხილვას. არსად არ თქმულა არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები