რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსში RYANAIR-ის რეისის დაშვების შემდეგ დაკავებულ სოფია საპეგას საბოლოო ბრალდება წაუყენეს

სოფია საპეგა
ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას შუღლის გაღვივების ბრალი წაუყენა. ინფრმაციას BBC-ის რუსული სამსახურო ავრცელებს. საპეგას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ეს ამ ბრალდებით გათვალისწინებული პატიმრობის მინიმალური ვადაა, გამოძიებასთან სასამართლომდე შეთანხმების გათვალისწინებით.

საპეგას ტელეგრამ-არხის "ბელარუსის შავი წიგნის" ადმინისტრირებაში ადანაშაულებენ. ამ არხით ბელარუსი სამართალდამცველების შესახებ პირადი მონაცემები ვრცელდებოდა. ტელეგრამ-არხი ბელარუსში ექტრემისტულად არის გამოცხადებული. 2021 წლის მაისში ბელარუსის სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც საპეგა ამბობს, რომ ამ ტელეგრამ-არხის რედაქტორი იყო.

მედიის ინფორმაციით, საპეგას სასამართლო პროცესი, შესაძლოა, იანვარში დაიწყოს. განაჩენის გამოტანის შემდეგ, შესაძლოა, მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდეს. ადვოკატ ანტონ გაშინკის თქმით,

20 ოქტომბრის შემდეგ სოფია საპეგა ბელარუსის ქალაქ ლიდში მშობლების სახლში შინაპატიმრობაში იმყოფება.

საპეგას მამინაცალმა სერგეი დუდიჩმა გამოცემა Interfax-ს დაუდასტურა, რომ სოფიას საბოლოო ბრალდება წაუყენეს.

"ყველაფერი, რაც ბრალდებაზე წერია სიმართლეა. პარასკევს იყო საგამოძიებო მოქმედებები და შეხვედრა კონსულთან. მას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ ბრალდებით ძალიან დათრგუნულია. გამოძიებასთან თანამშრომლობის, რუსეთის დახმარების, ექსტრადიციის და იმის იმედი ჰქონდა, რომ საქმე სასამართლომდე საერთოდ არ მივიდოდა. როგორც ჩანს, რაღაცა ისე ვერ წავიდა." – თქვა დუდიჩმა.


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა 23 მაისს მინსკში დააკავეს. პრატასევიჩის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. სოფია  საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები