საქართველოს მთავრობა

კაჭკაჭიშვილი: ენმ-ს მმართველობის მძაფრი კრიტიკა არაა ამ ხელისუფლების კრიტიკის საპირწონე

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მძაფრი კრიტიკა (თუნდაც, დამსახურებული) არ არის დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის საპირწონე.

ამ შემთხევაში, მორალურ სიბრტყეს არ ვგულისხმობ (ანუ იმას, რომ "მთელი სამყარო ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირს“): ამ სიბრტყეზე ყველა ხელისუფლება (და სახელმწიფო), განურჩევლად, ბოროტებაა.

ვგულისხმობ სტრატეგიულ, პრაგმატულ პოლიტიკას.

სხვადასხვა არგუმენტი მაქვს, თუ რატომ ვფიქრობ ასე. ახლა ერთს მოვიტან: მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში (შევარდნაძის მმართველობის ჩათვლით), არასოდეს ყოფილა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ისე განხიბლული საქართველოთი, როგორც ახლაა. ეს, ჯერჯერობით, ჩვენი სანუკვარი პარტნიორების გახშირებული განცხადებებით შემოიფარგლება, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით (თუ ასე გაგრძელდა), ეს განხიბვლა აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნის მიტოვებას დასავლეთის მიერ.

არ ვამტკიცებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას განგებ აკეთებს. ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს - მთავარია, აღიქვამს თუ არა დასავლეთი საქართველოს თავისიანად და თავისნაირად. ვფიქრობ, რომ აღარ, ან - თითქმის აღარ.

აი, ამ ნეგატივს ნამდვილად ვერ გადაფარავს სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკა

წერს Facebook-ზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები