მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

პატრიარქის მდივანი: სააკაშვილთან ილია II-მ სეფისკვერი გამომატანა, დაიტოვა და შეინახავს

მეც ვურჩიე მას, იქნებ, შეწყვიტოს შიმშილობა. მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, შენდობას ვითხოვ, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ. ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება. მე მქონდა კონკრეტული მისია, მოვსულიყავი საპატიმროში და მომენახულებინა, გადამეცა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი და მისი წერილი. სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხილი, რადგანაც არ მიირთმევს, შეინახავს მას, ასეთი პასუხი გამცა

თქვა პირველი არხის ცნობით, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მან რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა და პატრიარქის წერილი გადასცა - ილია II მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. მიქაელ ბოტკოველის თქმით, ექსპრეზიდენტმა დაავალა, გადასცეს პატრიარქს, რომ შიმშილობას გააგრძელებს.

კომენტარები