კრიპტოვალუტა

SQUID GAME-ის კრიპტოვალუტის ფასი $2 800-დან $0-მდე დაეცა, შემქმნელებმა მილიონები მოიპარეს

Netflix-ის ცნობილი სამხრეთ კორეული სერიალის, კალმარის თამაშის (Squid Game) სახელობის არაოფიციალური კრიპტოვალუტის ღირებულება 2 800 დოლარიდან თითქმის ნულამდე დაეცა, რადგან ე.წ. ფანტოკენის შემქმნელებმა თაღლითური სქემა სისრულეში მოიყვანეს და ინვესტორების რამდენიმე მილიონი დოლარი მიითვისეს

კრიპტოვალუტა სახელწოდებით Squid Game (SQUID) დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე ოქტომბერში გამოჩნდა მალევე მიიქცია გამოუცდელი მოვაჭრეების ყურადღება. 

თავდაპირველად, კრიპტოვალუტის ფასი 1.5 ცენტის ფარგლებში იყო, თუმცა სერიალის პოპულარობასთან ერთად მისი ფასიც გაიზარდა და ნოემბერში რეკორდულ ნიშნულს, 2 800 დოლარსაც მიაღწია.

რეკორდული ფასის მიღწევიდან რამდენიმე წუთში კრიპტოვალუტამ 99.9%-იანი ვარდნა განიცადა, რადგან მისმა ანონიმურმა შემქმნელებმა ინვესტორებისა და მოვაჭრეების მილიონობით დოლარი მოიპარეს და პროექტი მიატოვეს. 

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის სფეროში გამოცდილი ექსპერტები დამწყებ მოვაჭრეებს აფრთხილებდნენ, რომ თავი შეეკავებინათ ამ აშკარად თაღლითური კრიპტოვალუტის შეძენისაგან. პროექტის არალეგიტიმურობაზე მრავალი ინდიკატორიც მიუთითებდა, მიუხედავად ამისა, თაღლითებმა მაინც მოახერხეს ყურადღებისა და კაპიტალის მიზიდვა.

მსოფლიოში 15 000-მდე კრიპტოვალუტა არსებობს და მათი შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სავაჭრო ბირჟებზე განთავსებული კრიპტოვალუტების უდედეს ნაწილი აშკარა თაღლითური სქემაა ან უსარგებლოა, რადგან ბიტკოინისა თუ ეთერიუმისგან განსხვავებით, არავითარი პრაქტიკული დანიშნულებას არ ასრულებს.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მთავარი მარეგულირებელი კომისიის [SEC] ხელმძღვანელის, გარი გენსლერის თქმით, კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სფერო თითქმის დაურეგულირებელი "ველური დასავლეთია", რომელიც სავსეა თაღლითებითა და ცუდი აქტორებით. 

"კრიპტოვალუტის სფეროში ინვესტორთა დაცვისათვის საჭირო მექანიზმები ჯერაც არ გვაქვს. გულწრფელად რომ თქვათ, ამჟამად ეს უფრო ველურ დასავლეთია". 

კრიპტოვალუტის ფასის ისტორია


 

კომენტარები