Reuters-ის ცნობით, 2021 წლის შემდეგ პირველად ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 დოლარს მიაღწია.
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა 2024 წელს 16.3%-ით გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, დღეს პირველად მიაღწია.
ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი "შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიტკოინის გაცვლით სავაჭრო ფონდებში (Bitcoin spot EFTs) კაპიტალის მზარდ შემოდინებას". - თქვა საინვესტიციო ფირმის Fineqia International-ის ანალიტიკოსმა, მატეო გრეკომ.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ბიტკოინის პირველი გაცვლითი ფონდები 2024 წლის იანვარში დაამტკიცა.
კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 3 ტრილიონ დოლარს 2021 წელს გადააჭარბა, რა დროსაც, ასევე, რეკორდულად გაიზარდა ბიტკოინისა [$68 500] და ეთერიუმის [$4 800] ფასებიც.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



