ბრაზილია

სენატი: COVID-19-თან დაკავშირებული შეცდომებისთვის ბოლსონაროს მკვლელობის ბრალი უნდა წარედგინოს

ჟიარ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიელი სენატორის რენან კალჰეიროსის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს მკვლელობის ბრალდება უნდა წარედგინოს პანდემიის დროს მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. კალჰეიროსი ბრაზილიაში Covid-19-თან გამკლავების ეფექტიანობის სენატის კომისიის გამოძიებას უძღვება. 

ბოლსონაროს გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტს მკვლელობის ბრალდება დაუყენონ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებები გენერალურმა პროკურორმა უნდა წარადგინოს, ის კი ბოლსონაროს დანიშნულია.

კალჰეიროსის 1 200 გვერდიანი ანგარიშის თანახმად, ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რისი შედეგიც დაახლოებით 95 000 ადამიანის სიკვდილი იყო.

ანგარიშის თანახმად, ბოლსონარო ხელმძღვანელობდა დაუდასტურებელი თეორიის რწმენით, რომ ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბების შესახებ.

"ვაქცინის გარეშე სიკვდილიანობა კატასტროფული იქნებოდა, ასეც მოხდა" - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ჯერ სენატის კომისიამ უნდა მიიღოს, ის შეიძლება შეიცვალოს ან ვეტო დაედოს. კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.

ანგარიშის მიხედვით ბრალი ასევე შეიძლება წარედგინოს ბოლოსნაროს სამ შვილს. ფლავიო, ედუარდო და კარსლოს ბოლოსონაროებს, სამივე თანამდებობის პირია. ანგარიშის თანახმად, ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რამაც ხელი შეუწყო პანდემიის შეკავების საწინააღმდეგო ზომების დარღვევას.

მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა Covid-19-ით. პანდემიასთან არაეფექტიანი გამკლავებისთვის ბოლსონაროს აქტიურად აკრიტიკებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, ჟაირ ბოლსონარო პასუხისმგებელია პანდემიის დროს მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ის ჯანდაცვის სამინისტროს პრინციპების საწინააღმდეგოდ იქცეოდა. 

მთლიანობაში ანაგრიში რეკომენდაციაა, ბოლსონაროს 13 სხვადასხვა მუხლით წარედგინოს ბრალი.

კომენტარები