მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პოლონეთის სეიმმა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართა

პოლონეთის სეიმის წევრის, მალგოჟატა გოშიევსკას ინფორმაციით, დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პოლონეთის პარლამენტმა აპელაციის მიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი". – წერს გოშიევსკა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-15 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები