პოლონეთი

პოლონეთის პრემიერი: ოპოზიცია მიანიშნებს, რომ ევროკავშირის დატოვება გვსურს, ეს ტყუილია

მატეუშ მორავეცკი
Reuters

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ოპოზიცია ევროკავშირის დატოვების შესახებ, "პოლექსიტის" შესახებ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ჩვენი ძვირფასი ოპოზიცა ცდილობს მიანიშნოს, რომ ჩვენ ევროკავშირის დატოვებით გაერთიანების დასუსტება გვსურს. [..] ცხადია, ეს არა მხოლოდ ცრუ ინფორმაცია, არამედ რაღაც უარესი – ეს არის ტყული, რომელის მიზანიც ევროკავშირის დაზუსტებაა." - თქვა მორავეცკიმ ბუდაპეშტში ვიშეგრადული ჯგუფის სამიტზე. 

პრემიერმინისტრის კომენტარები დაკავშირებულია გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღასთან. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირისაზე მაღლა დგას. გადაწყვეტილებამ შექმნა შიშის საფუძველი, რომ პოლონეთმა შესაძლოა, რაღაც ეტაპზე გაერთიანება დატოვოს. ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობა გაერთიანების ერთ-ერთი ძირეული პრინციპია.  

კვირას, 10 ოქტომბერს ვარშავაში გამართულ აქციაზე ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა  და პოლონეთში ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა დონალდ ტუსკმა მმართველი პარტია კანონი და სამართალი პოლონეთის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თავის მანდატს გასცდა, როდესაც პოლონეთში სასამართლო რეფორმის შეჩერება სცადა. ბრიუსელის თანახმად, ეს რეფორმა პოლონეთის სასამართლოების დამოუკიდებლობას უთხრის ძირს. ივლისში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) პოლონეთის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

ბოლო წლებში პოლონეთსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით უთახმოებები ჩნდება. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის გარდა გაერთიანებასა და პოლონეთს შორის დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი პოლონეთში სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხია. ანტი-ლგბტ კანონმდებლობის გამო ევროკავშირი პოლონეთს $150-მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა. ვარშავასა და ბრიუსელს შორის უთანხმოებების მიუხედავად, პოლონეთის მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლონეთი სხვადასხვა პროგრამებით ყველაზე მეტ დახმარებას იღებს გაერთიანებისგან, რათა გაერთიენბის წევრებს შორის ეკონომიკური განსხვავებები მაქსიმალურდ შემცირდეს.

კომენტარები