ტაივანი-ჩინეთი

ცაი ინგვენი: არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ტაივანელი ხალხი ჩინეთის წნეხს თავს დაუხრის

ცაი ინგვენი
EPA

"არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ტაივანელი ხალხი ჩინეთის წნეხს თავს დაუხრის" – თქვა ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგვენმა ტაივანის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას. ცაის განცხადებას წინ უძღვოდა ჩინეთის ლიდერის სი ძინფინგს კომენტარი, რომ "ჩინეთი მშვიდობიანად უნდა გაერთიანდეს" თუმცა, ჩინელ ხალხს სეპარატიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის "დიდებული ტრადიცია" აქვს. 

ტაივანი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის, ჩინეთი კი კუნძულს თავის ნაწილად მიიჩნევს.

"რაც მეტს ვაღწევთ, ჩინეთისგან მით უფრო ზრდის წნეხს. იმედი გვაქვს რომ ურთიერთობები გამარტივდება. წინდაუხედავად არ მოვიქცევით, მაგრამ არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ტაივანელი ხალხი წნეხს თავს დაუხრის" – თქვა ცაი ინგვენი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა შეფრინდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეიძლება ტაივანისთვის გაფრთხილება ყოფილიყო.

სიტყვით გამოსვლისას ტაივანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტაივანის "დემოკრატიის დაცვის წინახაზზე დგას" და თავდაცვას გააძლიერებს, რათა ვერავინ აიძულოს ტაივანი "გაუყვეს იმ გზას, რომელიც მას ჩინეთმა განუსაზღვრა".

"ეს გზა არც ტაივანს არც მის სუვერენიტეტს არ სთავაზობს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული ცხოვრების წესს". – თქვა ცაი ინგვაიმ.

ტაივანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი მზადაა, ჩინეთთან მოლაპარაკებებისთვის, როგორც პეკინის თანასწორი, დამოუკიდებელი აქტორი.

ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ ვრცლად შეგიძლია წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში: ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?

კომენტარები