ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ 25 ოქტომბერს ჩინეთის სანაპიროს სიახლოვეს, კინმენის კუნძულებზე, ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ტაივანი მისი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დათმობს.
ლაიმ აღნიშნული განცხადება გუნინგთოუს ბრძოლის 75 წლისთავის ღონისძიებაზე გააკეთა. ამ ბრძოლაში ტაივანმა კომუნისტური ძალები დაამარცხა და კინმენისა და მაცუს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა.
"[ჩვენ] არ დავთმობთ მიწის არცერთ სანტიმეტრს ტაივანში, ფენგხუში, კინმენსა და მაცუში, რათა მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სამშობლო". - თქვა ლაიმ სიტყვით გამოსვლისას.
ლაის თქმით, "გუნინგთოუს ბრძოლა გვასწავლის, რომ დემოკრატია და თავისუფლება ბუნებრივად მიღებულად არ უნდა იყოს მიჩნეული, არამედ მათ დასაცავად თაობათა ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო".
მან დაამატა, რომ "არცერთ უცხო ძალას" დართავენ ნებას, კუნძულების მომავალი შეცვალონ.





