ბათუმი

კირთაძე: ახლა პაექრობის დრო არ არის, გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია

ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

ახლა პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან.

წერს ბათუმში ოპოზიციის მერობის შეთანხმებული კანდიდატი, გიორგი კირთაძე.

კომენტარები