ბათუმი

ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – მათ შორის ერთი ბავშვია

შსს

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - ორი კაცისა და ერთი ბავშვის. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან, ჯამში, 4 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი - მანამდე მაშველებმა მოხუცი ქალის ცხედარი ამოასვენეს.  

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის, გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები