არჩევნები 2021

უბნების დახურვიდან 9 საათზე მეტი გავიდა, ცესკოს პირველადი შედეგები ჯერაც არ გამოუქვეყნებია

ტაბულა

საარჩევნო უბნების დახურვიდან 9 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, ცესკოს არჩევნების პირველადი შედეგები ჯერაც (05:20) არ გამოუქვეყნებია. 

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების "ოპტიმალურ დროდ" ცესკო თავადვე ასახელებდა უბნების დახურვიდან 7-8 საათს. ისიც საგულისხმოა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან 7 საათსა და 20 წუთში (03:20-ზე) გამოქვეყნდა, ხოლო 2014 წლის არჩევნებზე - 6 საათსა და 30 წუთში (02:30-ზე).

TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე 51.3%-ით იმარჯვებს, ხოლო ფორმულას და მთავარი არხის ეგზიტპოლებით - დედაქალაქში მეორე ტური გახდება საჭირო. GORBI-ს ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გამარჯვება იზეიმა და კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა, თუმცა, მოგვიანებით, მმართველი გუნდის ლიდერებმა "ცდომილებიდან გამომდინარე" მეორე ტური აღარ გამორიცხეს.

კომენტარები