არჩევნები 2021

ზარქუა: ცდომილების გამო, თავს ვიკავებთ, რომ კალაძე I ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ

რაც შეეხება დედაქალაქს, აქაც, რა თქმა უნდა, ლიდერობს კახი კალაძე, თუმცა ცდომილებიდან გამომდინარე, მაინც თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ. ჩვენ დაველოდოთ დათვლის შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ უკვე ცხადად ვთქვათ, პირველი ტური პირველ ტურში დამთავრდება დედაქალაქში თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი ცხადია, რომ ზღვართან არის ახლოს, 49-50%-ის ფარგლებში

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა TV იმედის ეთერში. Edison Research-ის და Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში მეორე ტური იქნება. Gorbi-ს ეგზიტპოლით კი, კახა კალაძეს 51.3% აქვს. ქართული ოცნების შტაბში TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვება იზეიმეს, კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა.

კომენტარები