არჩევნები 2021

იზოლაციაში მყოფებმა გადასატანი ყუთისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა მონაცემებით ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამის მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.

მოქალაქეებს ცესკოს შეუძლიათ მიმართონ სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე – 0322 51 00 51 (შიდა ნომერი 0).

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 73 საარჩევნო უბანი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები