აიისას საქმე

GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან აიისას საქმეზე კობახიძის აცილება მოითხოვა

მანანა კობახიძე
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა საქმეზე ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება, ასევე მის მიმართ დისციპლუნური წარმოების დაწყება.

"შუამდგომლობის საფუძველია 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორის წარმოდგენილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე - ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, თუმცა უარყოფს კონსულტაციის გაწევას მოსამართლის მხრიდან. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან,სავარაუდოდ გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია, და განაცხადა, რომ ისსაქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა. ამასთან, მანანა კობახიძემსავარაუდოდ ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული ფაქტები კი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილმოსამართლის მიუკერძოებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ მოცემულ კონსტიტუციურ დავასთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რაც არ თავსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსთან და იგი უნდა ჩამოცილდეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვას. ამავდროულად, საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს  საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ და დაადგინოს ხომ არ ჩაიდინა მანანა კობახიძემ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია". - ვკითულობთ განცხადებაში.


სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ აიისას საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა

მანანა კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც სასამართლოში აიისას საქმეს განიხილავდა. 

დოკუმენტების მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ მოსამართლე კობახიძისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.


საკონსტიტუციო სასამართლომ აიისას სარჩელის არსებითი განხილვა 2 თებერვალს დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

22 ივლისს გამოქვეყნდა საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – აიისამ საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

რედაქტირება

კომენტარები