ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბოკერია: აშშ-ში გამოხმაურებებმა გვაჩვენა რა საჭირო გზავნილია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი"

ვისარგებლეთ ისტორიული მომენტით, გვქონდა შესაძლებლობა პირველ რიგში კონგრესში გვეჩვენება ფილმი - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ყურადღებაც გვჭირდება, რათა ჩვენ რეგიონთან, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ იდეასთან მიმართებაში, ჩვენი გზავნილი მიგვეტანა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ გარემოებები დღეს ბევრად უფრო ხელსაყრელია ამისთვის, ვიდრე იყო წარსულის ნებისმიერ სხვა მომენტში და მთავრობა რომ იყო ამაში ჩართული, ბევრად მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.

დღეს გვაქვს American Enterprise Institute-ში ჩვენება და დისკუსია ამ თემაზე, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კონსერვატიული, რესპუბლიკური Think Tank-ი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ფრთასთან გვქონდეს მიტანილი ჩვენი გზავნილი.

ამავე დროს, დღეს გვაქვს ერთობლივი ჩვენება უკრაინულ სახლში ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად და მე ვსარგებლობ კიდევ ერთხელ შესაძლებლობით, რომ მადლობა ვუთხრა თავისუფლების ინსტიტუტს, აფხაზთა კრებას, ტაბულას და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მასალის შეგროვებაში, იყო ამაში ჩართული.

ის შთაბეჭდილება, გამოხმაურება, რაც ჩვენ ვნახეთ ადამიანებისგან, ვინც თითქოს კარგად იცნობდა ჩვენს რეგიონს, გვაჩვენებს, რომ ეს საჭირო საქმეა იმიტომ, რომ ბევრი რამე აღმოაჩინეს, რაც მიმდინარე დისკუსიაში და მომავალ დისკუსიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და ჩვენი უსაფრთხოების თავისუფლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

25 აპრილს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში დოკუმენტური ფილმის - ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ჩვენება გაიმართა.

კომენტარები