აიისას საქმე

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

ამას გარდა, გადაწყვეტილების 50-ე და 59-ე მუხლებში ნათქვამია, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოყენებული დიზაინის აკრძალვა არ ექვემდებარებოდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით შეზღუდვას, რადგან არ საფრთხის წინაშე არ დგებოდა საზოგადოებრივი საჭიროებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ ეხმაურება ლევან მუსერიძის გადაწყვეტილებას:

"სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეთიკაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების შეხედულება უპირატესია კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ღირებულებებზე.

სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისინი, ვინც სარგებლობენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების უფლება, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რწმენის მიმართ."


2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

კომენტარები