არჩევნები 2021

"გიორგი შედარებით გამხდარია" – კალაძე კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გახარიას შორის

"გიორგი შედარებით გამხდარია, ვიდრე მე" – ასე უპასუხა თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ლელოს კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის შეკითხვას, რა განსხვავებაა კახა კალაძესა და პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას შორის. 

"უფრო თქვენს შორის არ არის განსხვავება, ორივე მოღალატეს მეძახით" – მიმართა გახარიამ ბიბილაშვილს.

კახა კალაძემ შეკითხვას არასერიოზული უწოდა და თბილისში განხორციელებულ გეგმებზე ისაუბრა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები მიმდინარეობს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კახა კალაძის მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები