სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის 14 ივნისს პუტინისტ გურამ ფალავანდიშვილს მმკ-ს წევრმა, მღვდელ-მონაზონმა ბასილ ანთაძემ Tbilisi Pride-ს ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისთვის კვერცხების და პომიდვრების სროლის კურთხევა მისცა.
მაშინ მთავრობის კანცელარიასთან TBILISI PRIDE-ს აქცია სახელწოდებით სახელმწიფოვ, სად ხარ სპატრიარქოს განცხადების შემდეგ დაიგეგმა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსების მარშთან დაკავშირებით უცხოელ ელჩებს მოუწოდა, ნუ წაახალისებენ “მსგავს აქტივობებს”, ხოლო ხელისუფლებას - არ დაუშვას გეი პრაიდის ჩატარება.
მანამ, სანამ ადგილზე ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბებოდნენ, მთავრობის კანცელარიასთან სასულიერო პირები, მათ შორის მმკ-ს წევრები, ასევე, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და მათი მხარდამჭერი ორკები მივიდნენ. მაშინ პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა და “არეულობას განარიდა", მერე კი, კორდონი გააკეთა და თბილისი პრაიდის მხარდამჭერებს კანცელარიის კიბეებთან მოუხდათ აქციის ჩატარება, ორკები აქციის მონაწილეებს უშენდნენ ბოთლებს და სხვადასხვა ნივთს. სუს-ის ჩეტის მიხედვით, აქციის პარალელურად, გურამ ფალავანდიშვილმა მმკ-ს იდეოლოგს, ბასილ დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ ბასილ ანთაძეს დაურეკა და კვერცხების სროლის კურთხევა ითხოვა.
“დეკანოზმა მოიწონა ფალავანდიშვილის იდეა და განუცხადა, რომ კარგი იქნება თუ ისინი ლგბტ თემის წევრებს ესვრიან კვერცხებს და პომიდვრებს. ხსენებულზე ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ თუ შეძლო და არ გაჩხრიკეს, ახლომდებარე მაღაზიიდან შეიძენს კვერცხებს და პომიდვრებს” - ნათქვამია სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.
13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.
14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს.
ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.