ფარული მოსმენები

ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი

[ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა] პრემიერმინისტრის მხრიდან მიიღო ამომწურავი პასუხი ყველა მიმართულებით, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის იმ თემასთან [დიპლომატების მოსმენა] დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ სრული ღიაობაა დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ, მათ შორის საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს და არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. 

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 15 დეკემბერს ბრიუსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა მედიასთან თქვა, რომ მან ქართველ კოლეგას უთხრა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ისინი ესტონეთის დიპლომატებს უსმენენ. კალასმა ასევე მოიკითხა გამოძიებაც, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ესტონეთის პრემიერმინისტრის შეფასებით, ქართველი კოლეგისგან დეტალური პასუხი ვერ მოისმინა. 

კომენტარები