ვინ გამოვიძიო ახლა, რომელი კომპანიის თუ კერძო იმის ოფისში დავიწყოთ გამოძიება, თუ რომელ ქვეყანაში, საიდან მოხდა მოსმენა, სად წავიდეთ, რომელ სამსახურს მივმართოთ, კვალი სადაა - პოლონეთია, ანტარქტიდა, ავსტრალია, თუ სად წავიდეთ. მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც დანაშაულს, არც ზეგავლენებს და ა.შ. რავიცი, გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატო ვერ მოუსმენენ, არ არის ამაში ლოგიკა?
tbl.ge/6kah
დაკოპირდა

ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.
25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.
ამავე თემაზე
- სუს-ში შემავალი ინფორმაცია 30-ჯერ გაიზარდა, მოსმენებიც არის გაზრდილი – მდინარაძე
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი
- "ღარიბაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი: მიუღებელია, რომ გვისმენთ" – ესტონეთის პრემიერმინისტრი




