კანადა

კანადის ვადამდელ არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

BBC

კანადის ვადამდელ არჩევნებში კვლავ ჯასტინ ტრუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ისინი პარლამენტში უმრავლესობით კვლავ ვერ მოხვდებიან. 

კანადის პარლამენტში პარტიას უმრავლესობისთვის 170 ადგილი სჭირდება. 

წინასწარი შედეგებით, ტრუდოს პარტიას 156 ადგილი აქვს მოპოვებული, მათ მთავარ მოწინააღმდეგეს, ერინ ო'ტულის კონსერვატიულ პარტიას კი – 122. 

კანონპროექტების მიღებისთვის, ტრუდოს ლიბერალურ პარტიას სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევს.

"ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, მთელს ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ ცხადია, რომ მეტი სამუშაო გვაქვს, რათა კანადელების ნდობა მოვიპოვოთ", – თქვა ო'ტულიმ. 

ამ წლის აგვისტოში, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად, ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, იმ იმედით, რომ მისი პარტია პარლამენტში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებდა.

"კანადელებმა უნდა აირჩიონ, თუ როგორ დავასრულებთ ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ".  – თქვა ტრუდომ.

ვადამდელი არჩევნების პანდემიის პირობებში დანიშნვნას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდოს პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა 2019 წლის არჩევნების შემდეგ დაკარგა.

კომენტარები