კანადა

კანადის არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობა დაკარგა

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო
Getty

კანადაში გამართულ არჩევნებში კვლავ პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა დაკარგა.

ამ დროისათვის არსებული შედეგებით პარტია პარლამენტში 156 ადგილს მოიპოვებს, რაც უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 14-ით ნაკლებია.

გაიზარდა მათი მთავარი კონკურენტის, მემარჯვენე-ცენტრისტული კონსერვატიული პარტიის რეიტინგი. მათ 122 ადგილი მოიპოვეს მაშინ, როდესაც ამ დრომდე 95 ადგილს იკავებდნენ.

მოსალოდნელია, რომ ლიბერალური პარტია უმცირესობის მთავრობას შექმნის, თუმცა კანონების მისაღებად მათ სხვა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდებათ.

ტრუდოს პოპულარობა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. მიზეზი სკანდალები და შეუსრულებელი დაპირებებია.

კომენტარები