ვანკუვერში, ფილიპინური ქუჩის ფესტივალზე ავტომობილის შევარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.
პოლიციის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე იმ ქუჩაზე მოხდა, სადაც ფილიპინური ფესტივალი "ლაპუ ლაპუ" აღინიშნებოდა.
თვითმხილველებმა CTV News-ს განუცხადეს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე შავი მანქანა არეულად მოძრაობდა, სანამ ხალხს შეეჯახებოდა. Vancouver Sun-ის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.
"შეძრწუნებული და ღრმად დამწუხრებული ვარ დღევანდელ ლაპუ ლაპუს დღის ღონისძიებაზე მომხდარი საშინელი შემთხვევის გამო". - განაცხადა ვანკუვერის მერმა, კენ, სიმმა.