კანადის ვადამდელი არჩევნები

ჯასტინ ტრუდომ კანადაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

BBC

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად, ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა. კანადელები ხმას 20 სექტემბერს, დანიშნულ ვადაზე 2 წლით ადრე მისცემენ.

"კანადელებმა უნდა აირჩიონ, თუ როგორ დავასრულებთ ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ".  – თქვა ტრუდომ.

კვირას, 15 აგვისტოს, ტრუდო ეწვია კანადის გენერალ-გუბერნატორს, დედოფლის წარმომადგენელს, მერი სიმონს და მას პარლამენტის დათხოვნის შესახებ ესაუბრა.

2019 წლის არჩევნების შედეგად, ლიბერალურმა პარტიამ უმცირესობის მთავრობა შექმნა და კანონების მისაღებად მათ სხვა პარტიების მხარდაჭერაც სჭირდებოდათ. უახლესი გამოკითხვების თანახმად, ლიბერალურ მთავრობას ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შესაძლებლობა აქვს.

ტრუდოს თქმით, არჩევნების ჩატარება აუცილებელია და გადამწყვეტ მომენტში კანადელებმა საკუთარი მომავალი უნდა აირჩიონ, ოპოზიციური პარტიები კი ლიბერალებს, პანდემიის პირობებში, პოლიტიკური მიზნით, 5-კვირიანი საარჩევნო კამპანიის დაანონსების გამო აკრიტიკებენ.

ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, კანადელების 46%-ს სჯერა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, რაც 5-წლიან შუალედში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ამიტომაც, არჩევნების ჩასატარებლად ლიბერალურ პარტიისთვის ახლა ხელსაყრელი მომენტია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ტრუდოს პოპულარობა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა სკანდალებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო.

რეფერენდუმი შეეხება როგორც ტრუდოს ხელისუფლების მიერ პანდემიასთან გამკლავების საკითხს, ასევე მომავალ გეგმებს აღდგენასთან დაკავშირებით. ცხოვრების ღირებულება და კლიმატის ცვლილებაც მთავარი საკითხია ამომრჩევლისთვის, კანადის მოსახლეობის 50%-მდე კლიმატის ცვლილებას 5  მთავარ პრობლემას შორის ასახელებს, 2019 წელს ეს რიცხვი 39%-მდე იყო.

ტრუდოს მთავრობამ ორი დაპირება უკვე გასცა - 20 000 ავღანელი ლტოლვილის შეფარება და ვაქცინის მანდატები ფედერალური მუშაკებისთვის, საჰაერო და სარკინიგზო მოგზაურებისთვის.

ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში ყველაზე დაბალ შედეგებს მემარჯვენე კონსერვატიული პარტიისგან მოელიან, რომლის ახალი ლიდერიც, ერინ ო'ტული, ამომრჩევლისთვის ნაკლებად ცნობილია. წინა არჩევნებში, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე აპელირებით, პარტიამ წარმატებას ვერ მიაღწია, სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნებისთვის საკითხების არეალი გაფართოვდა და პარტიის ახლანდელი ლიდერი უმცირესობების უფლებებზე, მათ მხარდაჭერასა და ეკონომიკურ საკითხებზეც აკეთებს აქცენტს.

მემარცხენე პარტიის, ახალი დემოკრატების ლიდერი, ჯაგმიტ სინგი არჩევნებში მეორედ მიიღებს მონაწილეობას და როგორც კვლევებიდან ჩანს, მისი პოპულარობა 2019 წელთან შედარებით უფრო მაღალია.

კანადის პროვინციის, კვებეკის სეპარატისტული პარტია, რომელიც მონაწილეობას მხოლოდ აღნიშნულ პროვინციაში იღებს, კვლავ პოპულარულია და აქ ისინი 32 ადგილს იკავებენ.

კომენტარები