იტალია

15 ოქტომბრიდან იტალიაში მუშახელისთვის კოვიდპასპორტის ქონა სავალდებულო გახდება

იტალიაში მწვანე საშვის ქონა მუშახელისთვის სავალდებულო გახდება. ეს საშვი არის Covid-19-ზე ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის, ან კოვიდტესტირებაზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. 

ნებისმიერი, ვისაც მწვანე საშვი არ ექნება, არ დაიშვება სამუშაოზე და შესაძლოა 5 დღეში ანაზღაურებაც შეუჩერდეს. კანონი ძალაში 15 ოქტომბრიდან შევა.

ეს რეგულაცია ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უმკაცრესია. 

იტალიაში მწვანე საშვის ქონა უკვე სავალდებულოა მატარებლის სადგურებზე, კონოთეატრებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და აუზებზე დასაშვებად. კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება აქვთ სკოლების თანამშრომლებსაც.

კანონის მიღების გადაწყეტილება იტალიის მთავრობამ ხუთშაბათს, 16 სექტემბერს მიიღო. შეზღუდვა შეეხება ყველა სახის სამუშაოს. თუკი აღმოაჩენენ, რომ კომპანიის წარმომადგენელი მწვანე საშვის გარეშე მუშაობს, ორგანიზაციასა და თანამშრომლებს შესაძლოა 1 500 ევროს გადახდა მოუწიოთ. 

კანონის მიღება ემსახურება ვაქცინაციის ტემპის ზრდის სურვილს.

კომენტარები