ქართული ოცნება

პრემიერი: მესმის, ყველა ჩვენი მხარდამჭერი არაა – შეცდენილ ადამიანებთან კომუნიკაციაა საჭირო

მესმის, რომ ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერი ვერ იქნება და მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქეა განაწყენებული და აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის და ბოროტების გარჩევა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად აქვს გააზრებული და ვერდიქტი აქვს გამოტანილი უკვე დიდი ხანია. ამიტომ, საჭიროა კიდევ უფრო მეტი, აქტიური, პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, თუნდაც ჯერ კიდევ ამ შეცდენილ ადამიანებთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ მასების შეცდომაში შეყვანის უნარი, მით უმეტეს იმ პროპაგანდის პირობებშიც, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ძალიან რთულია, იმდენად აღრეულია ტყუილ-მართალი,  გაარჩიო რა არის ტყუილი და რა - სიმართლე. ამიტომ, კიდევ უფრო პროაქტიულ რეჟიმში, გაათმაგებული ენერგიით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის მსახურებას.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენაზე.

კომენტარები