არჩევნები 2021

ვაშაძე: სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში

უნდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, სამწუხაროდ, ეს კიდევ ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში. ამ არჩევნებზე, გარდა რეფერენდუმისა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანააა პოლიტიკური პოლარიზების დასრულება. ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ, გავუშვებთ თუ არა ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე.

თქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.  6 სექტემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.

კომენტარები