შარლ მიშელის შეთანხმება

ბოკერია ენმ-ზე: როცა ოცნებასთან გაქვს საქმე, ლაპარაკი, რომ საბაბს არ აძლევ, არაფრის მომტანია

ჩემი აზრით, ეს [ენმ-ის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა] არსებითად არ ცვლის არაფერს. ერთადერთი, ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება, რომ ესეც გამოიყენოს ძალის დემონსტრირებისთვის. ამიტომ, მე ეს შეცდომა მგონია, განსაკუთრებით, ახლა. ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენებენ - ჩვენ ასეთები ვართ, რომ არაფერს ვაშავებთ და სხვები იცვლიან პოზიციებსო. ეს არის ცუდი, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამას არ ექნება რამე დრამატული ნეგატიური გავლენა ჩვენი მოქალაქეების, საპროტესტო ელექტორატის განწყობაზე. მე ხელს არ შევუწყობ და ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე. 

როცა ასეთ ხალხთან გაქვს საქმე, როგორიც ივანიშვილი და მისი გარემოცვაა, ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცის საბაბს არ მისცემ, არაფრის მომტანია, პირიქით, ახალისებს ცუდ საქციელს. ცნობილი გამოთქმაა, რომ პოლიტიკური სისუსტე ცუდი მოთამაშეებისთვის არის წამახალისებელი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. გუშინ, 1-ელ სექტემბერს ენმ-მ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ნიკა მელია ამბობს, "ჩვენ ქართულ ოცნებას იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი არ ვაძლევთ, რომ 3 ოქტომბერს დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს". 

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველო და დროა. ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და დატოვა.

კომენტარები