შარლ მიშელის დოკუმენტი

მელია: ქართული ოცნება ძალიან სამართლიანად და დამსახურებულად შევბოჭეთ

ქართული ოცნება, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანად და დამსახურებულად შევბოჭეთ. შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, რომ გავიდნენ დასავლური სივრციდან. მანამ, სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და წარმოადგენენ სახელმწიფოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებულებებთან მიმართებაში, რაც აღწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მაგრამ, ეს ყველაფერი დღეს არის მე-100 და, ალბათ, მე-200 ხარისხოვანიც კი. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე და შენის ამართლიანი პოზიციაც კი გვერდზეუნდა გადადო და მიიღო სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია.  

[...] ჩვენ ქართულ ოცნებას იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი არ ვაძლევთ, რომ 3 ოქტომბერს დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს. ვადამდელი არცევნები არა თუ იქნება, აუცილებლად იქნება. ეს ყველაზე კარგად ესმის ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. გუშინ, 1-ელ საქტემბერს ენმ-მ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელს არ აწერენ ევროპული საქართველო და დროა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმებიდან გავიდა. 

კომენტარები