50 წელს გადაცილებული პირი, ვინც ვაქცინის ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 100 ლარს ჩაურიცხავენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, ერთი თვით გრძელდება 50 წელს გადაცილებულთა ფინანსური წახალისების პროგრამა, რაც პირველი დოზის გაკეთების შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს გულისხმობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.24%, ბოლო 14 დღის - 14.15%, ხოლო ბოლო 7 დღის - 18.01%.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.