ავღანეთი

BBC: ავღანეთში გოგოები და ბიჭები ერთად ვეღარ ისწავლიან

ამერიკული უნივერსიტეტი ავღანეთში

ავღანელი ჟურნალისტების თქმით, თალიბანის რეჟიმმა გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ისინი გააგრძელებენ სხვადასხვა კლასებში სწავლას ისლამური კანონის შესაბამისად". - წერს ავღანელი ჟურნალისტი, ზიარ ხან იადი.

გარდა ამისა, ავღანეთის განათლების მინისტრმა კაცებს ოფიციალურად აუკრძალა გოგოებისთვის სწავლება: "ეს ქალებს შეუზღუდავს უმაღლესი განათლების მიღებას, ვინაიდან უნივერსიტეტი ვერ გასწვდება, არ იქნება საკმარისი ადამიანური რესურსი". - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

 

კომენტარები