არჩევნები 2021

ლელოს მერობის კანდიდატი თბილისში ანა ბიბილაშვილი იქნება, სიის პირველი ნომერი კი – ჯაფარიძე

პარტია ლელოს მერობის კანდიდატი თბილისში ანა ბიბილაშვილი იქნება, საკრებულო სიის პირველი ნომერი კი - ბადრი ჯაფარიძე. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები