კორონავირუსი საქართველოში

ევროპული საქართველოს შემდეგ აცრაზე რეგისტრაციის ცხელი ხაზი დროამ, ლელომ და ენმ-მაც შექმნეს

ევროპული საქართველოს შემდეგ აცრაზე რეგისტრაციაში მოქალაქეების დასახმარებლად ცხელი ხაზი დროამ, ლელომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც შექმნა. 

პარტიები ცხელი ხაზის საშუალებით ეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე მიზეზით ონლაინ პლატფორმებზე ხელი არ მიუწვდებოდეთ.

დახმარების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

17 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარებულია 831 815 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 245 207  ადამიანი. 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი.

ბოლო 24 საატში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 490 462 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 483 და გამოჯანმრთელდა 429 190 პირი.

კომენტარები