თაღლითობა

სამშენებლო სამუშაოების შესრულების პირობით ₾25 700 მიისაკუთრეს - 2 პირი დააკავეს

shutterstock

შსს-ს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ. ბრალდებულებმა დაზარალებულებთან ფიქტიური გარიგებები გააფორმეს და 25 700 ლარი ჩაარიცხინეს, რაც სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები