დაჭრა

მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews ავრცელებს, მათი ცნობით, შემთხვევა 13 ივნისს საღამოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთას უკავშირდება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ორივე პირი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები