პარტია ლელომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა ცხელი ხაზი – 032 223 22 88. პარტიის ინფორმაციით, ამავე ცხელ ხაზის დახმარებით მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
"ვინაიდან, მთავრობის უუნარობიდან გამომდინარე, სრულად არის ჩავარდნილი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყანა ჰუმანიტარული კოლაფსის საშიშროების წინაშე დადგა, გადავწყვიტეთ, დრო არ დავკარგოთ და ვიმოქმედოთ!
ლელოს ოფისებში ამოქმედდა ცხელი ხაზი, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მოქალაქეებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირებაში. კვალიფიციური ექიმები გაგიწევენ კონსულტაციას და ყველა თქვენს შეკითხვას გასცემენ პასუხს". – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ცნობით, ლელოს ლიდერი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ჩაატარებს ონლაინ სემინარებს, ლაივ ჩართვებს რათა გაიზარდოს ინტერაქცია მოქალაქეებთან და მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოთ მათ ყველა არსებულ შეკითხვაზე.





