ვაქცინაცია საქართველოში

ევროპული საქართველო აცრებზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეების დასახმარებლად ცხელ ხაზს ქმნის

ევროპული საქართველო აცრებზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეების დასახმარებლად ცხელ ხაზს ქმნის. აცრაზე დასარეგისტრირებლად დახმარების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე – 800222.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ცხელი ხაზი დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ონლაინ პლატფორმებზე და დახმარება სჭირდებათ. 

"ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება ჩვენი მასშტაბით, ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რომ ჩვენ გარშემო ყველა მოქალაქეს აქტიურად ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, რომ ის მითები და კონტრკამპანია არის სრული სიცრუე. ჩვენს საზოგადოებაში არიან მოქალაქეები, და ეს არ არის მცირე ჯგუფი, რომელსაც არ მიუწვდება ონლაინ კომპიუტერისთვის ხელი, არ აქვს ცოდნა ან უბრალოდ შესაძლებლობა და ამისთვის ვაცხადებთ ცხელ ხაზს.

ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროპული საქართველო ან რომელიმე ცალკე აღებული ჯგუფი გადაწყვეტს ამ პრობლემას, ამას ნორმალური მთავრობა სჭირდებოდა და სჭირდება მომავალში, ეს პრობლემა არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში და განგაშის ზარი უნდა იყოს ჩვენ გარშემო ყველგან, ვისაც აქვს აბსოლუტურად უსაფუძვლო ილუზია, რომ აცრის გაკეთება არ არის საჭირო.". – თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები