არჩევნები 2021

დეკანოიძე ქუთაისში, კირთაძე ბათუმში, ანზორ მელია ზუგდიდში – ენმ-ს მერობის კანდიდატები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა.

  • ხატია დეკანოიძე – ქუთაისი
  • ზაალ უდუმაშვილი – მცხეთა
  • დავით კირკიტაძე – რუსთავი
  • გიორგი ბოტკოველი – თელავი
  • თემურ ჯანაშია – მარტვილი
  • გიორგი კირთაძე – ბათუმი
  • ბონდო თევდორაძე – ქობულეთი
  • მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური
  • რამინ ბერიძე – ქედა
  • როინ ზოიძე – შუახევი
  • გოგიტა სოლომონიძე – ხულო
  • ბადრი დემურიშვილი – ვანი
  • ბაქარ ხინჯაკაძე – ზესტაფონი
  • მამუკა ბიბილეიშვილი – სამტრედია
  • მარეხი დათაშვილი – ადიგენი
  • გიორგი გიორგაძე – ასპინძა
  • დავით ჯავახიშვილი – საგარეჯო
  • ზურაბ ოტიაშვილი – ახმეტა
  • სერგი კაკალაშვილი – გურჯაანი
  • თამაზ კოჭლამაზაშვილი – დედოფლისწყარო
  • ზაზა პაპუაშვილი – სიღნაღი
  • გიორგი ტატუაშვილი – დმანისი
  • ვანო მაღალაშვილი – თეთრიწყარო
  • ვასილ მახარაშვილი – გორი
  • იოსებ ბუაძე – ხაშური
  • ნუგზარ ნონიაშვილი – კასპი
  • ნიკოლოზ ახალკაცი – ქარელი
  • ბესო შენგელია – ხობი
  • ანზორ მელია – ზუგდიდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები