დღეს ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, წარადგინა.
ჯერ-ჯერობით, კანდიდატურებს მხარს სამი პარტია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და გირჩი-მეტი თავისუფლება უჭერენ.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატიც – მათ მოქმედი მერი, კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.