თვითმმართველობის არჩევნები 2021

პაპუაშვილი: მიშელის შეთანხმების ანულირებით გახარიას პარტიას ფუნქცია დაეკარგა

იქედან გამომდინარე, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება, არის ანულირებული და არ არსებობს არანაირი დათქმა რაიმე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ფუნქცია, რაც ამ პარტიას [გახარიას პარტიას] ჰქონდა - რამენაირად დაეზიანებინა ქართული ოცნება და ჩამოეწია მისი მოწონება 43 პროცენტზე ქვემოთ, ამას თავისი შინაარსი აღარ აქვს და ამოწურა, მეორე, ისინი ხედავენ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია განცხადების გაკეთება, როცა დაინახა, რომ გახარიას გუნდი ქართული ოცნების ხმებზე ცდილობდა პარაზიტობას. 

თქვა ქართული ოცნების წევრმაშალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები