აგვისტოს ომი

ჯაფარიძე: მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი

ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, შეურიგებლობა იმ უსამართლობისადმი, რომელიც ახლა ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდება, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა. ჩვენ ეს უნდა მივაღწიოთ სწორედ იმ ადამიანების თავდადების პატივსაცემად, რომლებმაც არ დაიშურეს თავისი სიცოცხლე იმისთვის, რომ წინ აღდგომოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში.

ამბობს ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივს მისაგებად მივიდნენ.  აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 

კომენტარები