ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ალან გაგლოევს მიმართა:
"პატივცემულო ალან ედუარდოვიჩ! 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების მე-17 წლისთავზე, აფხაზი ხალხის სახელით თქვენ და სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხს მოგმართავთ მხარდაჭერის სიტყვებით.
იმ ტრაგიკულმა დღეებმა გვიჩვენა ოსი ხალხის უდრეკი სული და გამბედაობა".
გარდა ამისა, მიმართვაში გუნბას რუსეთის როლზე საუბარიც არ დაავიწყდა.
"2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ სამყაროს, რომ დიადი რუსეთი თავის მეგობრებს გასაჭირში არ მიატოვებს". - წერს მარიონეტული რეჟიმის ლიდერი.





