აგვისტოს ომი

კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი

იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართპს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერესებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე, მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის, იმ უიმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის...

არჩევნებამდე არ შევეხებოდი მე პირადად, თუმცა, ეს არის მათ შორის პარლამენტის გადასაწყვეტი, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები, მაგრამ მე არჩევნებამდე ამას არ შევეხებოდი,  მე მირჩევნია, არჩევნების დღეს ხალხმა გამოუტანოს განაჩენი კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობას.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მუქარაზე - ხალხის ძალის განცხადებით, "არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თა გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ".

კომენტარები