IRI-ს კვლევა

ნაცვლიშვილი IRI-ზე: ადასტურებს, რომ ოცნება ვერ აიღებს 43%-ს, რაც ვადამდელს გარდაუვალს ხდის

ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც ნათელია ისედაც, რომ ხელისუფლება ვერ მოაგროვებს შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-ს და ეს გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მიღწევა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. 

მოქალაქეთა განწყობები აჩვენებს, რომ ხელისუფლების დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით.

ლელო საქართველოსთვის წევრი ანა ნაცვლიშვილი IRI-ს კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის  26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის

კომენტარები