IRI-ს კვლევა

კობახიძე IRI-ზე: თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ აცდნენ შედეგებს

კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რასაც აქვეყნებდა IRI, რომელსაც უტარებდა IPM, რა კვლევებს აქვეყნდებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, რა კვლევებს აქვეყნებდენენ კონკრეტული ტელევიზიები. ამის მიხედვით საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია პრეფერენციების გაკეთება, რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა იმ შედეგებს, რომლებიც საბოლოო ჯამში აისახებოდა საარჩევნო სურათში. 

ეს არის ჩემი ერთადერთი რეკომენდაცია, გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. [...] თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ IRI-ს 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით. 

კომენტარები