IRI-ს კვლევა

IRI – ქართული ჯარის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 77% დადებითადაა განწყობილი

Tabula

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დადებითად ქართულ ჯარს აფასებს.  

შეკითხვაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ინსტიტუტების მიმართ, გამოკითხულთა 77%-მა ქართული ჯარი დადებითად შეაფასა. პატრიარქის მიმართ დადებითი განწყობა 71%-მა, ხოლო – პოლიციის მიმართ 67%-მა გამოხატა. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. 

კომენტარები